← ქსელი და უსაფრთხოება
ტექნიკური აღწერა
თითოეული კლიენტის სერვერები შიდა მისამართებით მუშაობს საკუთარ იზოლირებულ ქსელში (VLAN). სტატიკური IPv4 მისამართები სასაზღვრო firewall-ზეა: შემომავალი წესები (DNAT) არჩეულ გარე პორტს ან დიაპაზონს სერვერის შიდა პორტზე გადასცემს, გამავალი მისამართი (SNAT) კი განსაზღვრავს, რომელი IP-დან გადიან სერვერები ინტერნეტში (მთელი ანგარიშისთვის ან თითოეული სერვერისთვის ცალკე). წესის გარეშე პორტი არც ერთ სერვერამდე არ აღწევს. პროტოკოლები: TCP, UDP ან TCP + UDP; გარე პორტი 3389 პირდაპირ არ იხსნება.
ლიმიტები და პირობები: მომსახურების პირობები §6